სინოპტიკოსების პროგნოზით, 9-10 მაისს საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-10 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგგან ძლიერი და სეტყვა, მაღალ მთაში თოვლი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.