სინოპტიკოსების პროგნოზით, 6 მარტამდე საქართველოში ნალექი და ქარია მოსალოდნელი
სინოპტიკოსების პროგნოზით, 6 მარტამდე საქართველოში ნალექი და ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მარტამდე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით, იქროლებს ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 3–4 ბალიანი ღელვა იქნება.

„4 მარტიდან 6 მარტამდე, საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 3–4 ბალიანი ღელვა“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.