სინოპტიკოსების პროგნოზით, 17 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 19 მაისის ჩათვლით დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 19 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.