სინოპტიკოსების პროგნოზით, 12 და 13 აპრილს საქართველოს უმეტეს რაიონში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-დან 13 აპრილის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3-ბალიანი ღელვა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ქვეყნის მთიან ზონებში – მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში კი თოვლის ზვავების ფორმირება.