გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-დან 10 მარტამდე საქართველოში ქარი და წვიმაა მოსალოდნელი.
მათი ცნობით, ზღვაზე 4–5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
„8 მარტიდან 10 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, 9 მარტს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის მიმართულების ძლიერი, 10 მარტს ღამის საათებში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4–5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ მდინარეებზე“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.