საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი
საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი.

„ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი – სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, 15 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

„თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 14 მარტს +10, +12, ხოლო 15 მარტს +13, +15 გრადუსია მოსალოდნელი“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.