სინოპტიკოსები დღეს წვიმას, მომდევნო დღეებში კი კვლავ თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს.
„13 ოქტომბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. ნალექი შეწყდება. ღამის საათებში ტემპერატურა დაიკლებს. 14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრამდე ისევ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
სააგენტოს სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში 12 ოქტომბერს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 13 ოქტომბერს დღისით ქარი ჩადგება. ჰაერის ტემპერატურა 12-14 ოქტომბერს +22, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო 15-17 ოქტომბერს +25, +27 გრადუსამდე დათბება.