სინგაპურში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 447 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სინგაპურში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 447 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყანაში ვირუსული დაავდების გავრცელების დღიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი შემთხვევების გათვალისწინებით, სინგაპურში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების სულ 3 699 შემთხვევა გამოვლინდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 404 ცნობილი კლასტერებიდანაა, რომლებიც სინგაპურში მომუშავე უცხოელებთან არიან დაკავშირებულები. კორონავირუსის გავრცელების ტემპის ზრდასთან ერთად, გასულ კვირას სინგაპურის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში მომუშავე უცხოელებს ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაიყვანდა, როგორიცაა სამხედრო ბანაკები და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სხვა შენობები.