სინგაპურის საყოველთაო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. „როიტერის“ ინფორმაციით, „სახალხო მოქმედების პარტიის“ წევრები პარლამენტში 93 ადგილიდან 83-ს დაიკავებენ, თუმცა ეს პარტიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
პრემიერ-მინისტრ ლი სიან უნის თქმით, არჩევნების შედეგებით ნათელი გახდა, რომ მოსახლეობას პარლამენტში მეტი პლურალიზმის ხილვა სურს.
„სინგაპურის მოსახლეობას სურს, „სახალხო მოქმედების პარტიამ“ მთავრობა ჩამოაყალიბოს. თუმცა, ხალხს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ამომრჩეველს, პარლამენტში მეტი ოპოზიციური ძალების ხილვა სურს“, – განაცხადა ლი სიან უნმა.