სინაის ნახევარკუნძულზე ტერაქტის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
სინაის ნახევარკუნძულზე ტერაქტის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

სინაის ნახევარკუნძულზე ტერაქტის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ამის შესახებ „როიტერსი“ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში აფეთქების დროს ოთხი სამართალდამცველი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპნენ.

როგორც ცნობილია, აფეთქება ქალაქ შეიხ ზუვეიდში მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ბაზართან ახლოს აიფეთქა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ეგვიპტეში ტერორისტული თავდასხმები ხშირ შემთხვევაში სწორედ სინაის ნახევარკუნძულზე ხორციელდება, სადაც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელწიფოს“ წევრები იმყოფებიან. 2018 წლის შემდეგ რეგიონში ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს.