სოციალური ქსელების მომხმარებლები აქტიურად მსჯელობენ ეპიზოდზე 1997 წლის “სიმპსონებიდან“. ამ სერიაში ცნობილმა ოჯახმა უყურა მექსიკასა და პორტუგალიას შორის მსოფლიოს ჩემპიონატის (წელი არ არის მითითებული) ფინალური მატჩის რეკლამას და შემდეგ ამ მატჩს დაესწრო.
სერიის მსვლელობისას ყვებიან, რომ სასტარტო მატჩში მექსიკამ 1:0 დაამარცხა გერმანია. მომხმარებლებმა ამაში დაიჭირეს მსგავსება 2018 წლის ჩემპიონატთან, რომელშიც ასეთივე შედეგი დაფიქსირდა და ამას წინასწარმეტყველება უწოდეს, – წერს The Daily Mail.
სერიაში მექსიკელთა ერთ-ერთი მოთამაშე გოგონებით სავსე აუზში ხტება – ზუსტად ასეთივე შემთხვევა იყო რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატის წინ.
18 წლის წინ კი სიმპსონების ერთ-ერთ სერიაში დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა.
გარდა ამისა, 2005 წლის სერიაში Disney-მ შეიძინა Fox, რაც შარშან დეკემბერში მოხდა.