მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, რუმინელ სიმონა ჰალეპს ბრალი წაუყენეს ანტისადოპინგო კანონდებლობის კიდევ ერთ დარღვევაში, – ამის შესახებ განაცხადა ჩოგბურთში პატიოსანი თამაშის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტოს პრესსამსახურმა (ITIA).
ოქტომბერში „დიდი სლემის“ ტურნირების ორგზის ჩემპიონი დროებით ჩამოაშორეს ტურნირებს. რუმინელის დოპინგსინჯმა, რომელიც 2020 წელს აშშ-ის ღია პირველობაზე აიღეს, დადებითი შედეგი აჩვენა აკრძალულ პრეპარატზე. ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ არასოდეს ჰქონია დოპინგის მიღების მცდელობა. ჰალეპის საქმის მოსმენა 28 მაისს არის დანიშნული.
ახალი ბრალდება წინას დამატებაა, მაგრამ ცალკე წარმოებით არის გამოყოფილი.
„ჩვენ გვესმის, რომ ეს განცხადება ართულებს ისედაც ხმაურიან ისტორიას. ამ პროცესის დაწყებისთანავე ჩვენ ეფექტურად ვთანამშრომლობთ ჰალეპთან“, – განაცხადა ITIA-ში დოპინგთან ბრძოლის დირექტორმა ნიკოლ საპსტედმა.