მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, რუმინელმა სიმონა ჰალეპმა აშშ-ის ღია პირველობაზე თამაში იუარა.
როგორც „ევროსპორტი“ რუმინულ ტელევიზიაზე დაყრდნობით წერს, ჩოგბურთელი არ აპირებს ამ სეზონში ევროპის ფარგლებს გარეთ თამაშს, რადგან კორონავირუსით დაინფიცირების ეშინია.
ასე რომ, ჰალეპი გამოტოვებს აშშ-ში საზაფხულო ტურნირების სერიას, მათ შორის, აშშ-ის ღია პირველობას, აგრეთვე, აზიაში ოქტომბრის ტურნირებს.