რუმინელმა ჩოგბურთელმა სიმონა ჰალეპმა ახალი მწვრთნელი აიყვანა.
როგორც WTA-ს ოფიციალური გვერდი იტყობინება, ჰალეპის ახალი მწვრთნელი ბელგიელი ტერი ვან კლემპუტია. ის ავსტრალიის ღიაზე არაოფიციალურად უკვე მუშაობდა რუმინელთან, ხოლო ოფიციალური თანამშრომლობა მათ შორის, შემდეგ კვირაში, ყატარის ტურნირზე დაიწყება.
ზამთარში ჰალეპი წინა მწვრთნელს, დარენ კეხილს დაშორდა. ვან კლემპუტი ცნობილია იმით, რომ იგი ადრე ბელგიელ დავიდ გოფინთან მუშაობდა.