სიმონა ჰალეპი ფედერაციის თასს და დიდი სლემის ტურნირებს ერთ სიმაღლეზე აყენებს
სიმონა ჰალეპი ფედერაციის თასს და დიდი სლემის ტურნირებს ერთ სიმაღლეზე აყენებს

რუმინელმა ჩოგბურთელმა სიმონა ჰალეპმა ფედერაციის მატჩის შემდეგ თავისი შთაბეჭდილებებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რუმინეთის ნაკრებმა მომქმედი ჩემპიონი, ჩეხეთის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 3:2.

„ახლაც იმ ემოციების ქვეშ ვარ, ეს ყველაფერი ძალიან კარგი იყო“, – ციტირებს ქალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (WTA) ჰალეპს. – „ჩვენი ნაკრები პირველად გავიდა ნახევარფინალში, ეს დიდი წარმატებაა. ფედერაციის თასი და დიდი სლემის ტურნირი სხვადასხვა რამეა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სლემი უფრო მნიშვნელოვანია, იმოტომ რომ ვცხოვრობ და ვარჯიშობ ამ ყველაფრისთვის. ჩოგბურთში ნაკრებში და დიდი სლემის ტურნირებზე თამაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემთვის ფედერაციის თასის მოგება და დიდი სლემის ტურნირზე გამარჯვება ტოლფასია“.