ქალებს შორის მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სიმონა ჰალეპმა - „გულშემატკივართა ფავორიტი“-ს (WTA Fan Favorite) ნომინაციაში გაიმარჯვა. გამოკითხვა WTA-ის ოფიციალურმა გვერდმა ჩაატარა.
ეს პრიზი 10 წელია, რაც არსებობს და ის მხოლოდ ოთხ ჩოგბურთელს აქვს მოგებული – ჰალეპს, ელენა დემენტიევას, მარია შარაპოვასა და ექვსჯერ – აგნიეშკა რადვანსკას.
2018 წელს, ჰალეპმა კარიერაში პირველად მოიგო „დიდი სლემის“ ტურნირი (როლან გაროსი), ასევე გაიმარჯვა მონრეალისა და შენჟენის ტურნირებზე. რუმინელმა ზედიზედ მეორე სეზონი დაასრულა პირველი ჩოგანის რანგში.