ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (WTA) გამოაქვეყნა იმ ჩოგბურთელთა პირველი ათეული, რომლებმაც 2018 წლის სეზონში უშუალოდ კორტზე ყველაზე დიდი თანხა გამოიმუშავეს. სიას სათავეში რუმინელი სიმონა ჰალეპი უდგას, რომელიც, ასევე, WTA-ის რეიტინგის ლიდერიცაა.
1. სიმონა ჰალეპი (რუმინეთი) – 7 409 564 დოლარი
2. კაროლინ ვოზნიაცკი (დანია) – 6 657 719
3. ნაომი ოსაკა (იაპონია) – 6 394 289
4. ელინა სვიტოლინა (უკრაინა) – 5 737 247
5. ანჟელიკ კერბერი (გერმანია) – 5 686 362
6. სლოან სტივენსი (აშშ) – 5 068 099
7. სერენა უილიამსი (აშშ) – 4 770 170
8. კაროლინა პლიშკოვა (ჩეხეთი) – 3 539 050
9. პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი) – 3 301 389
10. კიკი ბერტენსი (ჰოლანდია) – 3 163 688