სიმონ მასხარაშვილი - ნურავინ ჩათვლის, რომ ეს ინაუგურაციიდან გაქცევაა, რადგან ძალიან კარგად მახსოვს, 2004 წლის ინაუგურაცია ქუთაისში ჩატარდა
სიმონ მასხარაშვილი - ნურავინ ჩათვლის, რომ ეს ინაუგურაციიდან გაქცევაა, რადგან ძალიან კარგად მახსოვს, 2004 წლის ინაუგურაცია ქუთაისში ჩატარდა

მე ასე არ აღმიქვამს და ნურც ნურავინ ჩათვლის, რომ ეს ინაუგურაციიდან გაქცევაა, რადგან ძალიან კარგად მახსოვს, რომ 2004 წლის ინაუგურაცია ქუთაისში ჩატარდა, – ამის შესახებ ისტორიკოსმა სიმონ მასხარაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს ჩვეულებრივი ტრადიციაა როგორც საქართველოში, ისე სხვაგან. ასე რომ, ეს ტრადიცია საქართველოში არის და თელავმა ელემენტარულად, რა დააშავა?“, – განაცხადა სიმონ მასხარაშვილმა.

მისი თქმით, ის, რომ ინაუგურაცია თელავშია, ძალიან სწორი ნაბიჯია იმის გათვალისწინებითაც, რომ ყველანაირი პროვოკაცია გამოირიცხოს.

„მე ვესაუბრე ჩემს მეგობრებს. მათ, ვინც ვაშაძეს დაუჭირა მხარი და მათაც, ვინც არ დაუჭირა, მაგრამ ჩემ გარშემო არც ერთი ადამიანი არ აღმოჩენილა, ვინც ამას არ მიესალმა, რადგან ნებისმიერ სიტუაციაში, ეს განმმუხტავია“, – განაცხადა სიმონ მასხარაშვილმა.

როგორც ისტორიკოსმა აღნიშნა, ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს და პროვოკაცია, თუ განხეთქილება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტერს აწყობს.

„ვინც დამნაშავეა და ვისაც მკვლელობა ჩაუდენია, რა თქმა უნდა, ყველა უნდა დაისაჯოს იმ სიმკაცრით, რაც კანონის შესაბამისობაშია და ეს რაც უფრო სწრაფად მოხდება, უსამართლობის განცდა მით უფრო მალე გაივლის, მაგრამ დიალოგის რესურსს რაც შეეხება, ჩვენ, ქართველებს, განა, გვაქვს სხვა რამის შანსი, გარდა იმისა, რომ დიალოგი შედგეს იმ ადამიანებს შორის, ვინც საქართველოს მოქალაქეები ვართ და ვისაც საქართველო გვიყვარს? რა მნიშვნელობა აქვს, რომელი პარტია მოგვწონს და რომელი არა. ეს რომ გავარკვიოთ, უნდა ვისაუბროთ არა ნეგატივზე, არამედ იმაზე, წინ როგორ წავიდეთ“, – სიმონ განაცხადა მასხარაშვილმა.

სიმონ მასხარაშვილმა ასევე განაცხადა, რომ როცა ადამიანი პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის, თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან პროკურორი ხდება, ის ყველასია და მისი მოყვარე, თუ მოძულე იმწამს მთავრდება, რადგან ასეთი გაგება პოლიტიკაში არ არსებობს.