სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, საცხოვრებელი ფართები სოფელ დიდ ლილოში 15 ოჯახს გადაეცემა
სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, დღეს საცხოვრებელი ფართები სოფელ დიდ ლილოში 15 ოჯახს გადაეცემა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საცხოვრებელი ფართები 500-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.
„ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ, ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობენ შენობა-ნაგებობებში და გარკვეული პრობლემების გამო, ვერ ახერხებდნენ დაკანონებას. 500-ზე მეტი ოჯახი გავაბედნიერეთ ამ ხნის განმავლობაში და 15 ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა საცხოვრებელი ფართები სოფელ დიდ ლილოში, ერეკლე მეორის ქუჩაზე. ჩვენ ამ პროექტს ვაგრძელებთ და მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხელი შევუწყოთ ფართების დაკანონებაში”, – განაცხადა კალაძემ.