სილვია შტიობერი - მედიის ამოცანაა, გამოკვეთოს მემარჯვენე პოპულისტები, რომლებიც ამბობენ, რომ დაზარალებულები არიან, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება
სილვია შტიობერი - მედიის ამოცანაა, გამოკვეთოს მემარჯვენე პოპულისტები, რომლებიც ამბობენ, რომ დაზარალებულები არიან, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება

ფაშიზმი წარსულია, მაგრამ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს ყოველთვის შეიძლება განმეორდეს, – განაცხადა გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ექსპერტმა აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სილვია შტიობერმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„ამის ზოგადი საფრთხე დღესაც არსებობს. ჩვენ უნდა განვმარტოთ, რომ არსებობს ბრალეულობა. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც ეს ჩაიდინა, გარდაიცვალა და ახალგაზრდა თაობას უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს, ეს არასოდეს მოხდეს, აღარასოდეს დავუშვათ. მედიის ამოცანაა, გამოკვეთოს მემარჯვენე პოპულისტები, რომლებიც ამბობენ, რომ დაზარალებულები და მსხვერპლები არიან, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება“, – განაცხადა შტიობერმა

მისი თქმით, გერმანიაში ყველამ იცის, მეორე მსოფლიო ომში რაც მოხდა, არსებობს ამის ძეგლები, ებრაელთა ხსოვნის დღე და სხვადასხვა რიტუალი, რომელიც ხორციელდება ხოლმე, მაგრამ ამის მიუხედავად, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში სრულიად სხვა დამოკიდებულებაა და ადამიანებისთვის ეს ყველაფერი რაღაცნაირად, გაუცხოებულია.