„სილქნეტისა“ და „ჯეოსელის“ გარიგების შესახებ კომუნიკაციების კომისიაში ინფორმაცია არ შესულა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში “სილქნეტსა” და “ჯეოსელს” შორის არსებული გარიგების შესახებ ინფორმაციას არ შესულა. როგორც კომისიაში პირველ არხს განუცხადეს, კომპანია “სილქნეტის” მხრიდან გარიგების თაობაზე ოფიციალური წერილი მათთან ჯერ არ შესულა.
„ამ დრომდე, ჩვენთან ოფიციალური წერილი არ შემოსულა. შესაბამისად, არაფერი ვიცით ამ გარიგების თაობაზე“, – აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.
რაც შეეხება პროცედურებს, კანონმდებლობის მიხედვით, თავდაპირველად კომისიამ კომპანიებს შორის შესყიდვის შეთანხმება უნდა შეისწავლოს და შესაბამისი კვლევა ჩაატაროს. მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს კომისია ნებართვას.
“სილქნეტში” დღეს განაცხადეს, რომ “ჯეოსელს” ყიდულობენ.