სილიკონ ველის ვენჩურული ფონდების მენეჯერები ქართველ სტარტაპერებს გამოცდილებას გაუზიარებენ
სილიკონ ველის ვენჩურული ფონდების მენეჯერები ქართველ სტარტაპერებს გამოცდილებას გაუზიარებენ

საქართველო სილიკონ ველის ვენჩურული ფონდების მენეჯერებს მასპინძლობს. სილიკონ ველის ვენჩურული ფონდების მენეჯერები ქართველ სტარტაპერებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას ვენჩურული ფონდების მიერ სტარტაპების შერჩევის პროცესისა და სტარტაპების სწრაფი ზრდის პოტენციალის მხარდაჭერის შესაძლებლობების შესახებ. ვიზიტი თბილისის მერიისა და ევროკავშირის ბიზნესაქსელერატორ „სპარკის“, ასევე „სტარტაპ გრაინდ თბილისის“ ორგანიზებით შედგა.

ბიზნესაქსელერატორ „სპარკის“ ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოში იმყოფებიან:

ჯონათან თაუერი – Catapult ventures-ის მმართველი პარტნიორი. Catapult არის ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა, რომელიც სილიკონ ველის გარეთ არსებული ტექჰაბების ინვესტირებაში სპეციალიზდება. ჯონათანს და მის გუნდს 220 მილიონ დოლარზე მეტი აქვთ ინვესტირებული 50-მდე კომპანიაში, რომლებიც ძირითადად სპეციალიზდებიან Ecommerce, marketplaces, Software services და AI/data science, ასევე robotics-ში.

მოცემული ინვესტიციების შედეგად, შვიდ მილიარდ დოლარიანი სტარტაპ Exit-ები განხორციელდა ისეთი კომპანიების, როგორებიც არიან: Jet.com ( IPO $3.5 Billion), Dollar Shave Club (IPO $1 Billion) და კიდევ 20 კომპანია.

საქართველოში ასევე იმყოფება კრის ბური, რომელიც US Market Access Center-ის დამფუძნებელია. ეს არის სილიკონ ველის ტოპ საკონსულტაციო კომპანია, რომელიც კონსულტაციას უწევს სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებს სტარტაპების სილიკონ ველიზე ზრდისა და მასშტაბირების შესაძლებლობების შესახებ. კრისი 10 წელია, მუშაობს დამფუძნებლებთან 42-ზე მეტი ქვეყნიდან, რომლებმაც ორ მილიარდ დოლარზე მეტი ვენჩურული ინვესტიცია მოიზიდეს.

მარვინ ლიაო ინვესტორი, ქოუჩი და რამდენიმე სტარტაპის მრჩეველია. ის არის საერთაშორისო გეიმინგ ჰოლდინგის Game Groove Capital-ის პარტნიორი და მმართველი საბჭოს წევრია. მანამდე იყო 500 სტარტაპის პარტნიორი და სან ფრანცისკოს აქსელერაციის პროგრამის ხელმძღვანელი, რომლის ფარგლებშიც 400-ზე მეტ სტარტაპში აქვს ჩადებული ინვესტიცია ექვსი წლის განმავლობაში. ამჟამად იგი წარმოადგენს რამდენიმე VC ფონდს, ინტერნეტ სარეკლამო და სარეკლამო ტექნოლოგიების კომპანიებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მენტორობს რამდენიმე აქსელერაციის პროგრამას და ხშირად გამოდის ციფრული მარკეტინგის და ტექნოლოგიური სტარტაპების კონფერენციებზე როგორც ძირითადი სპიკერი.