სიღნაღში ავტოგასამართი სადგური დააყაჩაღეს.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარში ავტოგასამართი სადგური სავარაუდოდ სამმა თავდამსხმელმა დააყაჩაღა, მათ სალაროში არსებული თანხის წაღება მოახერხეს.
შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.