სიღნაღის მუზეუმში იაპონელი კალიგრაფიის ოსტატის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართება
სიღნაღის მუზეუმში იაპონელი ხელოვანის, კოშუს (აკემი ლუკასი) კალიგრაფიის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა „ექო“ გაიმართება.
კოშუ იაპონიაში დაიბადა. კალიგრაფიის შესწავლა რვა წლიდან დაიწყო. მისი გამორჩეული სტილის კალიგრაფია ეფუძნება იაპონურ ტრადიციულ ცოდნას. ხელოვანი მუდმივად მართავს გამოფენებს, პერფორმანსებს, ვორქშოფებს და მუშაობს სხვადასხვა პროექტზე.
კოშუმ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებების ციკლში „ტოკუგავა და ოსტატები“, რომლის საჯარო ლექციათა ნაწილსაც 2018 წლის ოქტომბერში საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა უმასპინძლა.
გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართება.