სიღნაღის მუნიციპალიტეტში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ადგილზე მისულმა სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ სახლში მყოფი 80 წლის გოგია გოგიშვილის გადარჩენა ვერ შეძლო.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე მისულ მაშველებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურება გაუფრთხილებლობით.