სოფელ ბოდბისხევში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქება სავარაუდოდ სახლში ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად დაშავდა სახლში მყოფი ხანდაზმული ქალი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
აფეთქების შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლის ნაწილი.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.