სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შვილმა მამა მოკლა.
ადგილობრივების ცნობით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შვილმა ცივი იარაღის გამოყენებით მამას სასიკვდილო ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა.