შემოსავლების სამსახურმა 2017 წელს თამბაქოზე თითქმის 400 მილიონი აქციზური მარკა გასცა, მათ შორის იმპორტულზე 310 მილიონი, ადგილობრივ წარმოებაზე კი 86,9 მილიონი.
უწყების სტატისტიკური მონაცემებით, იმპორტის მოცულობა 23 პროცენტით შემცირდა. თუ 2016 წელს უცხოეთიდან შემოტანილ ფილტრიან თამბაქოზე 399 მილიონი აქციზური მარკა გაიცა, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 305 მილიონამდე შემცირდა. ამასთან, 4-დან 5 მილიონამდე გაიზარდა უფილტრო თამბაქოზე გაცემული აქციზები.
რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, ის 42 პროცენტით გაიზარდა. უფილტრო თამბაქოზე 2016 წელს 34,9 მილიონი აქციზი გაიცა, 2017 წელს კი 73,7 მილიონი. ფილტრიან თამბაქოს ნაწარმში კი მნიშნელოვანი კლებაა. 2016 წელს 26 მილიონი აქციზი გაიცა, 2017 წელს კი მხოლოდ 13 მილიონი. ფილტრიან თამბაქოზე აქციზების გაცემა სექტემბრის შემდეგ შეწყვეტილი იყო.
2018 წლის ბიუჯეტის განხილვისას ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სიგარეტის მოხმარება საქართველოში შემცირებულია.