სიეტლის მერის გადაწყვეტილებით, ქალაქში ე.წ. პოლიციისგან თავისუფალი საპროტესტო ზონის დემონტაჟი დაიწყება
სიეტლის მერის, ჯენი დარკინის გადაწყვეტილებით, ქალაქში ე.წ. პოლიციისგან თავისუფალი საპროტესტო ზონის დემონტაჟი დაიწყება. შესაბამისი განკარგულება ჯენი დარკინმა მას შემდეგ მიიღო, რაც რასიზიმისა და პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქციების მონაწილეთა მიერ დაკავებულ უბანში სამი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მათ შორის არის 17 წლის მოზარდიც. როგორც მერი აცხადებს, ქალაქის ამ ნაწილში უსაფრთხოების დაცვა ძალიან რთულია. მისი თქმით, ქალაქის მთავრობა იმუშავებს დემონსტრანტებთან, რათა „კაპიტოლიუმის ბორცვის ოკუპირებული ზონის“ დემონტაჟი დაიწყოს.
სიეტლის ცენტრში არსებული ტერიტორია დემონსტრანტებმა 8 ივნისს დაიკავეს. მოგვიანებით, სამართალდამცველებთან შეტაკების შემდეგ, ეს უბანი პოლიციამ დატოვა.