მედიის ინფორმაციით, სიეტლში, რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 45 ადამიანი დააკავა
მედიის ინფორმაციით, სიეტლში, რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 45 ადამიანი დააკავა

სიეტლში რასიზმის საწინააღმდეგო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, აქციის დასაშლელად მათ არალეტალური იარაღი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა დაკავების ერთ-ერთ ცენტრს ცეცხლი წაუკიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ 45 ადამიანი დააკავა.

როგორც „როიტერი“ წერს, შეტაკეების შედეგად 25 სამართალდამცველი დაშავდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში რასიზმის საწინააღმდეგო აქციები აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ იმართება.

დატოვე კომენტარი