სიეტლში აქციის მონაწილეებს მანქანა დაეჯახა
სიეტლში აქციის მონაწილეებს მანქანა დაეჯახა

სიეტლში მანქანა აქციის მონაწილეებს დაეჯახა. დაშავდა ორი ადამიანი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ოფიციალური პირების ცნობით, დაშვებული ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათი ასაკი 24-დან 32 წლამდე მერყეობს. როგორც იუწყებიან, ეჭვმიტანილი დაკავებულია. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ სიეტლში საპროტესტო აქციების 25 მაისს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო და პერმანენტულად იმართება.