სიეტლში აქციაზე შეტაკებების შედეგად 45 ადამიანი დააკავეს, დაშავებულია 21 პოლიციელი
სიეტლში აქციაზე შეტაკებების შედეგად 45 ადამიანი დააკავეს, დაშავებულია 21 პოლიციელი

სიეტლში, აქციაზე, სახელწოდებით – „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“, შეტაკებების შედეგად 45 ადამიანი დააკავეს. „როიტერის“ ინფორმაციით, დაშავებულია 21 პოლიციელი.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც დემონსტრანტებმა არასრულწლოვანთა დაკავების მშენებარე დაწესებულებას ცეცხლი წაუკიდეს.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, დემონსტრანტების დასაშლელად სიცოცხლისთვის უსაფრთხო იარაღები გამოიყენეს.

მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფეიკნიუს მედია ცდილობს, სიეტლის აქციები მშვიდობიან დემონსტრაციებად წარმოაჩინოს.

„უვარგისი მედია, „ფოქსნიუსის“ ჩათვლით, რომელიც ფაქტიურად აღარც კი ინდომებს, უარს აცხადებს, აჩვენოს თუ რა ხდება პორტლენდში, სიეტლის შტატში და სხვა ადგილებში. მათ სურთ, ამერიკელ საზოგადოებას დააჯერონ, რომ ეს უბრალოდ საპროტესტო აქციების შესანიშნავი მონაწილეები არიან და არა რადიკალი მემარცხენე ანარქისტები“, – წერს ტრამპი „ტვიტერზე“.

დატოვე კომენტარი