სიერა ლეონეს დედაქალაქში საწვავის ტანკერის აფეთქების შედეგად სულ მცირე 84 ადამიანი დაიღუპა
სიერა ლეონეს დედაქალაქში საწვავის ტანკერის აფეთქების შედეგად სულ მცირე 84 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
სიერა ლეონეს კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს კომუნიკაციების დირექტორმა მოჰამედ ლამრანე ბამ ტელეკომპანიასთან საუბარში აღნიშნა, რომ რამდენიმე ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
დედაქალაქ ფრიტაუნის მერის, ივონ აკი-სოიერის განცხადებით, აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც ტანკერს საწვავი გადაჰქონდა და ამ დროს მას სხვა სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.