„სიენენი" - დონალდ ტრამპს რუსეთთან და ჩინეთთან ბირთვული შეთანხმების გაფორმება სურს
დონალდ ტრამპს რუსეთთან და ჩინეთთან ბირთვული შეთანხმების გაფორმება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბირთვული შეიარაღების შემცირების მიზნით კანონპროექტს ამზადებს, რაც დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკაში შესაძლოა, საეტაპო მიღწევა გახდეს.
„სიენენის“ ინფორმაციით, თეთრი სახლი უკვე აწარმოებს ინტენსიურ უწყებათაშორის მოლაპარაკებებს, რაც ახალი შეთანხმების ვარიანტების შემუშავებას ისახავს მიზნად. ახალმა ბირთვულმა შეთანხმებამ შესაძლოა, შეცვალოს რუსეთთან 2011 წელს დადებული „სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შეთანხმება“, რომლის ვადა 2021 წელს იწურება.
2019 წლის პირველ თებერვალს აშშ-მა „საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული შეთანხმებიდან“ გასვლის პროცედურები დაიწყო, რომელიც 1988 წლიდან მოქმედებს.