ვენესუელაში მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები დაბლოკეს.
დასავლური მედიის ცნობით, ვენესუელაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ნიკოლას მადუროს რეჟიმის წარმომადგენლებმა რამდენიმე ადგილობრივი საკაბელო კომპანიისთვის „ბიბისის“ და „სიენენის“ დაბლოკვის განკარგულება გასცეს.
როგორც „სიენენი“ იუწყება, მათი მაუწყებლობა ნიკოლას მადუროს საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე სამხედრო მძიმე ტექნიკის შეჭრის ამსახველი კადრების ეთერში გასვლიდან რამდენიმე წუთში დაიბლოკა.
ამასთან, წამყვანი ტელეკომპანიების ოფიციალურ ვებგვერდები ლათინური ამერიკის ქვეყანაში ფუნქციონირებას ამ დრომდე განაგრძობენ.