„სიენენის“ ინფორმაციით, აშშ-ში ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილ დანაშაულთა მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა
გასული კვირის უქმე დღეებში აშშ-ში იარაღით 150 ადამიანი მოკლეს, ქვეყნის მასშტაბით კი 400-ზე მეტი გასროლა მოხდა.
„სიენენის“ ინფორმაციით, ნიუ იორკში იარაღით ძალადობის შემთხვევები ბოლო წლების რეკორდულ მაჩვენებელზეა. 4 ივლისს ქალაქში იარაღით 13 ადამიანი მოკლეს. ნიუ-იორკში იარაღით ძალადობასთან დაკავშირებული ინციდენტები, 2020 წელთან შედარებით, 40 პროცენტითაა გაზრდილი.
ძალადობის მაჩვენებელი გაზრდილია ჩიკაგოშიც. ქალაქის პოლიციაში აცხადებენ, რომ გასული კვირის ბოლო პოლიციისთვის ყველაზე რთული უქმეები იყო. ჩიკაგოში გასულ უქმეებზე 83 ადამიანს ესროლეს, მათ შორის 14 დაიღუპა.