„სიენენის“ ინფორმაციით, აშშ-მა თურქეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც ბავშვებს ჯარისკაცებად იყენებენ
აშშ-მა თურქეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლებიც ბავშვების ჯარისკაცებად გამოყენებაში არიან ჩართული. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ამერიკული ტელეკომპანიის ცნობით, ეს არის აღნიშნულ სიაში ნატო-ს მოკავშირის შეყვანის პირველი შემთხვევა, რაც ვაშინგტონს და ანკარას შორის დაძაბულ ურთიერთობებს სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაართულებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, თურქეთი მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა სირიის ოპოზიციურ დაჯგუფებას – „სულთან მურადის დანაყოფს“ სირიაში, რომელიც ბავშვებს ჯარისკაცებად წვრთნიდა და იყენებდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე მიუთითეს ლიბიაში ბავშვების ჯარისკაცებად გამოყენებაზე.