„სიენენის“ გამოკითხვის მიხედვით, რეგისტრირებული ამერიკელი ამომრჩევლების 49% დონალდ ტრამპს უჭერს მხარს, ხოლო კამალა ჰარისს - 46%
„სიენენის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, კამალა ჰარისს ჯო ბაიდენზე უკეთესი რეიტინგი აქვს და დემოკრატების უმრავლესობა მის კანდიდატურას უჭერს მხარს.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რეგისტრირებული ამერიკელი ამომრჩევლების 49% დონალდ ტრამპს უჭერს მხარს, ხოლო კამალა ჰარისს – 46%.
რესპონდენტებმა მხარი დაუჭირეს როგორც ბაიდენის გადაწყვეტილებას კანდიდატურის მოხსნის შესახებ, ასევე მის არჩევანს, დარჩეს პრეზიდენტის თანამდებობაზე ვადის ბოლომდე.
იმ ამომრჩევლების 95%, ვინც მანამდე ჯო ბაიდენს უჭერდა მხარს, ახლა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურას უჭერს მხარს, ხოლო 30%, ვინც იქამდე არცერთ კანდიდატს არ ირჩევდა, ახლა ჰარისს უჭერს მხარს.
დემოკრატების ამომრჩეველთა დაახლოებით სამი მეოთხედი (76%) მიიჩნევს, რომ დემოკრატიულმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად კამალა ჰარისი უნდა წარადგინოს, ხოლო 6% წინააღმდეგია. გარდა ამისა, დემოკრატიული პარტიის ამომრჩეველთა შორის 86% ამბობს, რომ იამაყებს ჰარისით, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტით, 84% ეთანხმება ჰარისს მთავარ საკითხებში, 83% მიიჩნევს, რომ კამალა ჰარისი წარმოადგენს დემოკრატიული პარტიის მომავალს და 75% ამბობს, რომ მას აქვს ტრამპის დამარცხების კარგი შანსი.