„სიენენი“ - უკრაინელმა სამხედროებმა უთხრეს აშშ-ს და მოკავშირეებს, რომ ცდილობდნენ რუსული რაკეტის ჩამოგდებას პოლონეთზე სარაკეტო თავდასხმის დროს, აფეთქების ადგილთან ახლოს
უკრაინელმა სამხედროებმა უთხრეს აშშ-ს და მოკავშირეებს, რომ ცდილობდნენ რუსული რაკეტის ჩამოგდებას პოლონეთზე სარაკეტო თავდასხმის დროს, აფეთქების ადგილთან ახლოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ჯერ უცნობია, არის თუ არა საჰაერო თავდაცვის სისტემის ეს რაკეტა იგივე, რაც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
„სიენენის“ ცნობით, ეს ინფორმაცია გამოყენებულ იქნა ვაშინგტონის მიერ პოლონეთის ტერიტორიაზე აფეთქების გარემოებების შესაფასებლად.