„სიენენი“ - სიეტლში პოლიციამ დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა
სიეტლში პოლიციამ დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, სამართალდამცველებმა რასიზმისა და პოლიციის მხრიდან ძალადობის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
სიეტლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომიტინგეები სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა საგნებს, მათ შორის მინის ბოთლებს ისროდნენ.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე სიეტლის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც საპროტესტო აქციის მონაწილეებში მანქანით შევარდა.
ამერიკის შეერთებულ შტატების ქალაქებში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო საპროტესტო გამოსვლები უკვე მე-14 დღეა, გრძელდება.