„სიენენი“ - სამი დემოკრატი სენატორი აცხადებს, რომ, მათი აზრით, ჯო ბაიდენი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს
სამი დემოკრატი სენატორის განცხადებით, მათი აზრით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენი ვერ გაიმარჯვებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, როგორც „სიენენი“ წერს, სენატორებმა – მაიკლ ბენეტმა, შეროდ ბრაუნმა და ჯონ ტესტერმა თავიანთ კოლეგებს უთხრეს, რომ, მათი აზრით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება არ შეუძლია.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 5 ნოემბერს გაიმართება.