„სიენენი“ - რუსეთი კოვიდინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა
რუსეთი ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საერთო ჯამში რუსეთში გამოვლენილია კორონავირუსის 232 243 შემთხვევა. ოფიციალური ცნობით, ვირუსის შედეგად ქვეყანაში 2 116 პაციენტი დაიღუპა.
როგორც იუწყებიან, მხოლოდ ბოლო 24 საათში, მოსკოვში „კოვიდ-19“-ით კიდევ 53 პაციენტი გარდაიცვალა.