„სიენენი“ - რუსეთი ევროპული იარაღის მწარმოებელი რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელის ლიკვიდაციას გეგმავდა, მათ შორის იყო Rheinmetall-ის დირექტორი
„სიენენი“ - რუსეთი ევროპული იარაღის მწარმოებელი რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელის ლიკვიდაციას გეგმავდა, მათ შორის იყო Rheinmetall-ის დირექტორი

აშშ-მა და გერმანიამ კონცერნ Rheinmetall-ის ხელმძღვანელზე თავდასხმა აღკვეთეს.  არმინ პაპერგერზე თავდასხმა რუსეთის ხელისუფლების შეკვეთით მზადდებოდა. ამის შესახებ „სიენენი“ ხუთ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

Rheinmetall-ი შეიარაღების მწარმოებლი უმსხვილესი გერმანული კონცერნია, რომელიც იარაღს, მათ შორის, უკრაინასაც აწვდის. საუბარია საბრძოლო მასალასა და მძიმე ტექნიკაზე.

„სიენენის“ ცნობით, რუსეთი რამდენიმე ევროპული იარაღის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელის ლიკვიდაციას გეგმავდა.

Rheinmetall-ის უფროსზე, არმინ პაპერგერზე თავდასხმის გეგმა შესრულებასთან ყველაზე ახლოს იყო.  მედიის ინფორმაციით, გეგმის შესახებ აშშ-ის სპეცსამსახურებმა შეიტყვეს და გერმანელ კოლებებს აცნობეს.

„სიენენი“ ასევე ყურადღებას ამახვილეს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ევროპის რიგ ქვეყნებში მოწყობილ დივერსიებზე, რომელთა უკან სპეცსამსახურები რუსეთის კვალს ხედავენ. აღინიშნება, რომ დივერსები კიმინალური სამყაროს წარმომადგენლების ხელით ხორციელდებოდა.

თეთრ სახლში გერმანული კონცერნის უფროსის მკვლელობის მზადების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურეს, თუმცა განაცხადეს, რომ ვაშინგტონი სერიოზულად ეკიდება რუსეთის დევირსიულ კამპანიას.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა და თქვა, რომ რუსეთი აგრესიულ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.

კრემლში „სიენენის“ ინფორმაციას ყალბი უწოდეს.