„სიენენი“ - პირი, რომელმაც პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ შეხვედრაზე ისროლა, განეიტრალებულია, ინციდენტის შედეგად დაღუპულია მიტინგზე მყოფი ერთი ადამიანი
„სიენენი“ - პირი, რომელმაც პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ შეხვედრაზე ისროლა, განეიტრალებულია, ინციდენტის შედეგად დაღუპულია მიტინგზე მყოფი ერთი ადამიანი

პირი, რომელმაც პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე ისროლა, განეიტრალებულია, – ამის შესახებ „სიენენი“ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს.

როგორც ბატლერის ოლქის პროკურორი რიჩარდ გოლდინგერი აცხადებს, ტრამპის მხარდამჭერთა მიტინგზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპულია მიტინგზე მყოფი ერთი ადამიანი, კიდევ ერთი პირი კი მძიმე მდგომარეობაშია.

პენსილვანიაში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სროლა იყო, რა დროსაც დონალდ ტრამპი დაშავდა. მედიის ცნობით, ყოფილი პრეზიდენტი სახის არეში დაშავდა. მოგვიანებით, ტრამპის სპიკერმა, სტივენ ჩეუნგმა განაცხადა, რომ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადის შემოწმებას.