„სიენენი“ - პენტაგონი უკრაინის დასახმარებლად რეზერვიდან ოთხი მილიარდი დოლარის გამოყენებას განიხილავს
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში უკრაინის დასახმარებლად რეზერვიდან ოთხი მილიარდი დოლარის გამოყენებას განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, თავდაცვის დეპარტამენტს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაახლოებით ოთხი მილიარდი დოლარი ჯერ კიდევ აქვს უკრაინისთვის, რაც პენტაგონს საშუალებას აძლევს, აშშ-ის საწყობებიდან იარაღი გააგზავნოს, თუმცა დეპარტამენტს არ აქვს სახსრები, რომ გაგზავნილი იარაღი ახალით ჩააანაცვლოს. ასევე, პენტაგონს არ აქვს რაიმე გარანტია, რომ იმ შემთხვევაში, თუ რეზერვის ოთხ მილიარდს გამოიყენებს, შემდეგში კონგრესი შეავსებს მას.
„სიენენი“ წერს, რომ ჯერ ოფიციალური გადაწყვეტილება ამის შესახებ არ არსებობს, თუმცა საუბარი ამ გამოსავალსა და სხვა გეგემებზე მიმდინარეობს აქტიურად მას შემდეგ, რაც უკრაინაში ბრძოლის ველზე სიტუაცია უფრო გამწვავდა.