„სიენენი“ - პარიზის ოლიმპიადაზე ბელგიის ნაკრებმა უარი თქვა ტრიატლონში შერეულ ესტაფეტაში მონაწილეობაზე, შვეიცარიის ნაკრებს კი შემადგენლობის შეცვლა მოუხდა, რადგან შეჯიბრის პირველი დღის შემდეგ სპორტმენებმა თავი შეუძლოდ იგრძნეს
პარიზის ოლიმპიადაზე ბელგიის ნაკრებმა უარი განაცხადა ტრიატლონში შერეულ ესტაფეტაში მონაწილეობაზე, შვეიცარიის ნაკრებს კი შემადგენლობის შეცვლა მოუხდა მას შემდეგ, რაც ტრიატლონში შეჯიბრის პირველი დღის მერე ნაკრების სპორტმენებმა თავი შეუძლოდ იგრძნეს, – ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ბელგიამ შეჯიბრში მონაწილეობაზე უარის თქმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბელგიელმა ტრიატლონისტმა, კლერ მიშელმა სენაზე გაცურვის შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო.
„ბელგიის ოლიმპიური კომიტეტი და ბელგიელი ტრიატლონისტები იძულებულნი ვართ, განვაცხადოთ, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი სპორტსმენები ვერ მიიღებენ მონაწილეობას ტრიატლონის შერეულ ესტაფეტაში, ეს გადაწყვეტილება ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამ სპორტსმენებთნ კონსულტაციის შემდეგ მიიღო“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ბელგიის ოლიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა.