„სიენენი“ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელი უპასუხებს ირანის თავდასხმას, თუმცა საპასუხო ნაბიჯების მასშტაბი ჯერ განსაზღვრული არ არის
ისრაელი უპასუხებს ირანის თავდასხმას, თუმცა საპასუხო ნაბიჯების მასშტაბი ჯერ განსაზღვრული არ არის, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ ისრაელის ოფიცალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ანონიმურმა წყარომ განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობაში ჯერ კიდევ მსჯელობენ იმის შესახებ, თუ რა სახის პასუხი უნდა გასცენ ირანს.
ვარაუდობენ, რომ ამ საკითხს ისრაელის ომის კაბინეტის წევრები დღეს დაგეგმილ სხდომაზე განიხილავენ.