„სიენენი“ - ნენსი პელოსიმ აშშ-ის პრეზიდენტს პირად საუბარში უთხრა, რომ, გამოკითხვების თანახმად, მას არ შეუძლია, დაამარცხოს ტრამპი, ბაიდენმა კი უპასუხა, რომ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება
„სიენენის“ ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ჯო ბაიდენს პირად საუბარში უთხრა, რომ, გამოკითხვების თანახმად, ბაიდენს არ შეუძლია, დაამარცხოს დონალდ ტრამპი.
პელოსის თქმით, ბაიდენმა, შესაძლოა, გაანადგუროს წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატების“ გამარჯვების შანსები, თუ კენჭს იყრის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის მიზნით.
როგორც „სიენენი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, ბაიდენმა პელოსს უპასუხა, რომ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, რადგან ნახა გამოკითხვები, რომლებიც მიუთითებს, რომ მას შეუძლია, გაიმარჯვოს.
ნენსი პელოსის სპიკერმა „სიენენს“ განუცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი პარასკევის შემდეგ კალიფორნიაში იმყოფება და მას მერე არ უსაუბრია ბაიდენთან, ხოლო თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ბაიდენი დემოკრატიული პარტიის კანდიდატია, რომელიც გამარჯვებას გეგმავს.