„სიენენი“ - მელბურნში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო კვლავ კარანტინი წესდება
ავსტრალიის ქალაქ მელბურნში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო კვლავ კარანტინი წესდება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ადამიანებს სახლების დატოვების უფლება მხოლოდ საკვები პროდუქტების საყიდლად, სამსახურში ან საავადმყოფოში წასასვლელად, ასევე სავარჯიშოდ შეეძლებათ. რესტორნები და ბარები, რომლებიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა, კვლავ დაიხურება.
ავსტრალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.