„სიენენი“ - ჯონ ბოლტონი მემუარებში წერს, რომ დონალდ ტრამპს ფინეთი „რუსეთის ნაწილად“ მიაჩნდა
აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს ფინეთი „რუსეთის ნაწილად“ მიაჩნდა.
ამის შესახებ ჯონ ბოლტონი საკუთარ მემუარებში წერს.
ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
წიგნში სახელწოდებით „ოთახი, სადაც ეს მოხდა“ ნათქვმია, რომ ტრამპმა „ჩათვალა, ფინეთი რუსეთის ნაწილი იყო“.
ბოლტონის თქმით, „პრეზიდენტმა ასევე არ იცოდა, რომ „დიდი ბრიტანეთი ბირთვული სახელმწიფოა“.
ბოტონი წერს, რომ 2018 წელს ჰელსინკიში პუტინთან შეხვედრამდე, ტრამპმა მრჩევლებს ჰკითხა, „არის თუ არა ფინეთი რუსეთის ნაწილი, თუ ის რუსეთის ერთგვარი სატელიტია“,
ბოლტონის წიგნში ასევე ნათქვამია, რომ ტრამპს რამდენჯერმე აერია ერთამენთში ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ ყარზაი.
მემუარებში აშშ-ის პრეზიდენტი ყოფილი მრჩეველი ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპი მხარს უჭერდა „ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციას“ და მრჩეველებს ეუბნეობოდა, რომ „ვენესუალა სინამდვილეში აშშ-ის შემადგენლობაშია“.
ბოლტონს ცნობით, 2019 წლის დეკემბერში, პენტაგონში გამართულ შეხვედრაზე ტრამპმა სამხედროებს ჰკითხა, „თუ რატომ არიან ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში და ერაყში და არა ვენესუელაში“.